იტალიის თასის 1/8-ფინალში „ემპოლიმ“ გასვლაზე „ფიორენტინას“ პენალტების სერიაში მოუგო და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
„ემპოლი“ მეოთხედფინალში „კალიარისა“ და „იუვენტუსს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.
სტუმართა გუნდის მცველი საბა გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო. სავარაუდოდ ის მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ მიღებული ტრავმის შემდეგ დაასვენა.
მომდევნო შეხვედრას „ემპოლი“ 8 დეკემბერს ჩაატარებს – სერია A-ს მეთხუთმეტე ტურში გასვლაზე „ვერონას“ დაუპირისპირდება.
ფიორენტინა – ემპოლი 2:2 (პენ 3:4)
გოლები: 0:1 ეკონგი (4), 1:1 კინი (59), 2:1 სოტილი (70), 2:2 ესპოზიტო (75)