გოგლიჩიძე შეცვლაზე შევიდა – “ემპოლი” “ბოლონიასთან” განადგურდა

იტალიის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „ემპოლი“ საკუთარ მოედანზე „ბოლონიასთან“ 0:3 დამარცხდა.
მასპინძელთა მცველი საბა გოგლიჩიძე 62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში უკვე 0:3 იყო. მისი თამაში sofascore-მ 6.5 ქულით შეაფასა, flashscore-მ კი 6.4-ით.
საპასუხო შეხვედრა 24 აპრილს ბოლონიაში გაიმართება, თუმცა „ემპოლის“ შემდეგ ეტაპზე გასვლის შესაძლებლობა თითქმის ნულის ტოლია.
„ემპოლი“ შემდეგ მატჩს 6 აპრილს ჩაატარებს – სერია A-ს 31-ე ტურში „კალიარის“ უმასპინძლებს.
ემპოლი – ბოლონია 0:3
გოლები: 0:1 ორსოლინი (23), 0:2 დალინგა (29), 0:3 დალინგა (51)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში