გოგლიჩიძე “უდინეზესთან” სათამაშოდ მზად იქნება

lanazione.it-ის ცნობით, “ემპოლის” მცველმა საბა გოგლიჩიძემ “ლეჩესთან” მატჩში მიღებული ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო.
გამოცემა იტყობინება, რომ გოგლიჩიძემ სებასტიანო ესპოზიტოსთან და ტინო ანჯორინისთან ერთად ინდივიდუალურად ივარჯიშა, სხვა თანაგუნდელებისგან განსხვავებით მათი მდგომარეობა დადებითია, სამწვრთნელო შტაბი ყოველდღე დააკვირდება და ორშაბათს “უდინეზესთან” შეხვედრაში ისინი როგორც მინიმუმ განაცხადში იქნებიან.
20 წლის გოგლიჩიძემ ჩემპიონატის 9 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა. “ემპოლი”, რომელიც 15 ქულით მეათე ადგილზეა, 25 ნოემბერს სერია A-ს მეცამეტე ტურში”უდინეზეს” უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში