გოგლიჩიძე მალე შეიძლება “რომას” ფეხბურთელი გახდეს

Il Tempo-ს ჟურნალისტი ფილიპო ბიაფორა იტყობინება, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი დღით ადრე „რომამ“ შეიძლება „ემპოლის“ 20 წლის მცველი საბა გოგლიჩიძე შეიძინოს.
აღნიშნულია, რომ გოგლიჩიძეს ცენტრშიც შეუძლია თამაში, მარჯვენა ფლანგზეც, მისი სამსახურით აგრეთვე „იუვენტუსი“ და „მილანი“ არიან დინტერესებული და დედაქალაქურმა კლუბმა „ემპოლის“ მის სანაცვლოდ 10-12 მილიონი ევრო შესთავაზა. ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს და „ჯალოროსი“ ქართველის გამოსყიდვის აუცილებელი უფლებით იჯარის ვარიანტსაც განიხილავს. ჯერ უცნობია დათანხმდება თუ არა „ემპოლი“ საბას ახლავე გასხვისებას, თუ ტრანსფერს ზაფხულისთვის გადადებს.
Transfermarkt-ის მიხედვით გოგლიჩიძის ღირებულება 8 მილიონი
ევროა. მას „ემპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.
დღეს მწვრთნელს რობერტო დ’დავერსას არ უნდოდა გოგლიჩიძე „იუვენტუსთან“ ეთამაშებინა, რადგან შესაძლებელი იყო სატრანსფერო ამბებს ფეხბურთელზე გავლენა მოეხდინა, მაგრამ არდიან ისმაილის ტრავმის გამო იძულებული გახდა შეცვლაზე შეეშვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში