„ინტერთან“ მატჩისას „ემპოლის“ მცველის საბა გოგლიჩიძის გაძევებაზე საკუთარი მოსაზრება იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რობერტო პრუცომ გამოთქვა.
პრუცომ რადიო Mattino Sport-ის ეთერში წამყვანის კითხვაზე, იმსახურებდა თუ არა ქართველი წითელ ბარათს უპასუხა, რომ მსაჯმა მატეო მარკეტიმ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, ამის შესახებ შეუძლიათ ჰკითხონ ათ ადამიანს, ვისაც ფეხბურთი უთამაშია და ისინი სიტუაციას განუმარტავენ, არბიტრმა გოგლიჩიძეს თავიდან ყვითელი ბარათი მარკუს ტიურამის მიერ მომენტის გაფორმების გამო უფრო უჩვენა, თუმცა VAR-ის ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა.