სერია A-ს მეცამეტე ტურში „ემპოლი“ საკუთარ მოედანზე „უდინეზეს“ დაუზავდა – 1:1.
მასპინძლები პირველ ტაიმში პიეტრო პელეგრიმ დააწინაურა, რომელმაც ზედიზედ მესამე მატჩში შეძლო მეტოქეთა კარის დალაშქვრა. საპასუხო გოლი კი კინან დევისმა გაიტანა.
მასპინძელთა გუნდის მცველმა საბა გოგლიჩიძემ ტრავმა მოირჩინა, სასტარტოში იყო, უშეცდომოდ მოქმედებდა, მეორე ტაიმში ერთი პერიოდი ფეხს იტკიებდა, თუმცა არ შეუცვლიათ. მისი თამაში Flashscore-მ 6.9 ქულით შეაფასა, Whoscored-მა და sofascore-მ კი 6.6-ით
„ემპოლი“ 16 ქულით მეათე ადგილზეა და 30 ნოემბერს გასვლაზე „მილანს“ დაუპირისპირდება.
ემპოლი – უდინეზე 1:1
გოლები: 1:0
პელეგრი (23), 1:1 დევისი (76)