სერია A-ს მეთორმეტე ტურში „ემპოლი“ გასვლაზე „ლეჩეს“ დაუზავდა – 1:1.
სტუმართა გუნდის მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ საბა გოგლიჩიძე, რომელმაც ერთი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, ძირითად შემადგენლობაში დააყენა. და სავარაუდოდ, მცირე ტრავმის გამო 61-ე წუთზე შეცვალა. იმედია ის სერიოზულად არ დაშავებულა და საქართველოს ნაკრებს შეუერთდება. გოგლიჩიძემ ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა: flashscore 7.5, whoscored 7.2, sofascore 7.2.
„ემპოლი“ პიეტრო პელეგრიმ დააწინაურა, რომელმაც „კომოსთან“ შეხვედრაში გამარჯვების გოლი გაიტანა. ანგარიში კი სანტიაგო პეროტიმ 77-ე წუთზე გაათანაბრა.
„ემპოლი“ ამ მომენტისთვის 15 ქულით მეათე ადგილზეა და
25 ნოემბერს „უდინეზეს“ უმასპინძლებს.
ლეჩე – ემპოლი 1:1
გოლები: 1:0 პელეგრი (33), 1:1 პეროტი (77)