გოგლიჩიძესთან ერთად კანდიდატებში იყო – “იუვენტუსმა” “ნიუკასლიდან” მცველი ინათხოვრა

“იუვენტუსმა” სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს პრემიერ ლიგის ბინადარი “ნიუკასლიდან” 26 წლის ინგლისელი მცველი ლოიდ კელი ინათხოვრა.
ტურინელებს ეს გარიგება 3 მილიონი ევრო დაუჯდათ, რასაც სეზონის ბოლოს 0,8 მილიონი ევრო დაემატება. ამავდროულად, გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ თუ “ვეკია სინიორა” ფეხბურთელის ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი იქნება, მას სეზონის ბოლოს 14,5 მილიონ ევროდ გამოისყიდის, გახდა კი 3 წლის განმავლობაში განხორციელდება.
შეხსენებისთვის, კელისთან ერთად ტურინელები საბა გოგლიჩიძის ვარიანტსაც განიხილავდნენ და როგორც ჩანს, არჩევანი საბოლოოდ ინგლისზე შეაჩერეს.
მიმდინარე სეზონში ლოიდ კელიმ “ნიუკასლის” შემადგენლობაში ჯამში 14 მატჩში
596 წუთი ითამაშა, სადაც ერთი საგოლე გადაცემა მოაგროვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში