გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა ინგლისში გააგრძელოს

საქართველოს ნაკრების 21 წლის ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე შეიძლება „უდინეზედან“ იჯარით „უოტფორდში“ გადავიდეს, – იტყობინება ჟურნალისტი ნიკოლა სკირა.

იტალიური მედიის ცნობით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შესაძლო იჯარა ფეხბურთელის გამოსყიდვას არ ითვალისწინებს.

„უდინეზეს“ და „უოტფორდის“ მფლობელი ჯამპაოლო პოცოს ოჯახია, რაც ტრანსფერის განხორციელებას აიოლებს.

ასე რომ, არაა გამორიცხული, გოგლიჩიძემ მალე ინგლისურ გუნდში გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად იასპარეზოს, სადაც, სავარაუდოდ, თავის წარმოსაჩენად მეტი სათამაშო დრო მიეცემა.