კინომცოდნე გოგი გვახარია:
“ძეფირელის ფონდი” თუ გაუმართავდა ამათ შეხვედრას:)
ადრე მკითხეს ნაღდი მემარჯვენე რეჟისორი გაიხსენეო და მხოლოდ ფრანკო ძეფირელი გამახსენდა მთელ კინოს ისტორიაში:).. კონსერვატორები იყვნენ, მაგრამ “ნაღდი მემარჯვენე” იშვიათობა იყო.
ძეფირელი? კი, მაგრამ ისიც მხოლოდ იმიტომ წავიდა მარჯვნივ, რომ ”ჭირვეულის მორჯულების” პრემიერის შემდეგ მემარცხენე-მასწავლებელმა, ლუკინო ვისკონტიმ დაურეკა და უთხრა: ”შაქარივით ტკბილი ყოველთვის იყავი, მაგრამ ახლა მთლად ლიზ ტეილორს დაემსგავსეო”:)
ასე შეკრიბეს ახლა ამათაც შაქარივით ტკბილი ქართველები. მელუაზე ცოტა გამიტყდა. არა იმიტომ რომ მომწონს მისი კნავილი, უბრალოდ ინტერვიუს ჩაწერას ვაპირებდი. კონფორმისტები და “მე პოლიტიკაშივერვერკვევიხალხი” კი არ მაინტერესებს:)

აღნიშნულ სტატუსს გამოეხმაურა ნინო წილოსანი:
“ამხელა კაცმა” ჩვენი ფოტოს დაშეარების გარდა აზრი რომ ვერ გამოიტანა ამ საოცარი კონცერტიდან, სადაც გენიალური ქართველი კომპოზიტორის, დავით თორაძის მუსიკა გაცოცხლდა ძეფირელის ფონდის დარბაზში, ვფიქრობ, სერიოზული შემოქმედებითი და ღირებულებითი კრიზისი აქვს და გულწრფელად ვწუხვარ ამის გამო,” – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
რასაც მოჰყვა გოგი გვახარია პასუხი:
რამხელა პატივი მერგო თურმე. წილოსანი თუ იყო ეს ქალი, არც ვიცოდი:))))))))) ვერ ვიცანი
“ძეფირელის ფონდის დარბაზს” მაინც ვერ ელევიან:)