: შუქნიშანთან გავჩერდი, წინ ერთი მანქანა მედგა რუსული ნომრით, უკან მეორე, ასევე რუსული…

“მანქანა მხოლოდ შაბათ-კვირას გამომყავს. დღეს ვაირე. ამდენი რუსულნომრიანი მანქანა თბილისში მე არ მახსოვს”, – ამის შესახებ კინომცოდნე სოციალურ ქსელში წერს.

“შუქნიშანთან გავჩერდი. წინ ერთი მანქანა მედგა რუსული ნომრით, უკან მეორე, ასევე რუსული. უცბად წარმოვიდგინე, რომ ეს მანქანები ტანკებია…წარმოიდგინეთ თქვენც. საინტერესო გრძნობაა. არა, საჭესთან ყოველთვის ფხიზელი ვარ. ნუ, ისედაც არ ვსვამ, აღარც ვეწევი”, – წერს გვახარია.