გოგი გვახარია: მაგრამ იცვლება სამყარო. ძალადობიდან, კაცური თვითდამკვიდრებიდან თანასწორობისკენ

“ქართველ კაცებს ხშირად ჰგონიათ, რომ ცოლს (შეყვარებულს) როცა დაშორდებიან, ქალები უმწიკვლო ქალწულებად უნდა გადაიქცნენ და არავინ მიიკარონ ახლოს.
უტყდებათ, სიმონ:( კაცურ ამბავში.
აქედან იწყება ძალადობა და ყოვლად საზარელი ისტორიები.
რაც შეეხება ქალების ფეხბურთს. კინოზეც ასე იყო. კინორეჟისორი-ქალი რაღაც ეგზოტიკად აღიქმებოდა. დიდი ფესტივალების საკონკურსო პროგრამაში ერთი-ორი ქალი ჩნდებოდა ხოლმე. მერე დაიწყო კვოტების ეპოქა. აყიყინდნენ. რა წესიაო, ქალი რადგანაა ამიტომ სვამენ კონკურსებშიო. კი, ბევრი ცუდი ფილმი იყო და დიახ, ხელოვნურად სვამდნენ. მაგრამ გავიდა დრო და ახლა რა ხდება კი ხედავთ. ქალებმა გაუსწრეს კაცებს კინოში, უკან ჩამოიტოვეს. ბევრად უფრო თამამ ფილმებს იღებენ. უფრო გაბრაზებულ ფილმებს. უფრო ცოცხალ ფილმებს. კი ბატონო, შურს იძიებენ! და ასე იქნება პოლიტიკაშიც, ფეხბურთშიც და ყველგან.
გიტყდებათ სიმონ? რას იზამთ, მეც ბევრი რამე მიტყდება. მაგრამ იცვლება სამყარო. ძალადობიდან, კაცური თვითდამკვიდრებიდან თანასწორობისკენ,”- წერს სოციალურ ქსელში კინომცოდნე, .