გოგი გვახარია: ამ ტელევიზიებად წოდებულებს მშვენიერი რეკლამა გამოუვიდათ. ბევრი დასი იოცნებებდა ამაზე

“დღეს დილით მეგობარი მწერს, აი ხომ ნატრობდი საინფორმაციოს დაწყებას კულტურის ამბებით, ჰოდა “იმედმა” თეატრით დაიწყო საინფორმაციო გადაცემაო.
დიდი ხნის წინ საფრანგეთში დავაკვირდი ამ ტენდენციას – თუკი ფრანგულ კულტურაში რამე ძალიან მნიშვნელოვანი ხდებოდა, საინფორმაციო გამოშვება ხელოვნების სიახლით იწყებოდა. ყოველთვის მშურდა ფრანგების – აი როგორ უკეთებს რეკლამას მედია ეროვნულ ხელოვნებას.
ჩვენმა სახელისუფლო ტელევიზიებმა “მეგობარი აქტის” გადაფარვის მიზნით ანტირეკლამის გზა აირჩიეს, აიღეს ქურდულად ჩაწერელი სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლი და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით შეკერეს სიუჟეტი 37 წლის სტილში. არადა “LIBERTÉ” -ს დაწყების წინ ორგანიზატორები ტელეფონებს მთლად კონვერტებში გადებინებენ მსახიობებს ხელი რომ არ შეეშალოთ.
“სამეფო უბნის თეატრის” შესანიშნავ სპექტაკლს რეკლამა არ სჭირდება. ისედაც არ იშოვება ბილეთები. თორემ ამ ტელევიზიებად წოდებულებს მშვენიერი რეკლამა გამოუვიდათ. ბევრი დასი იოცნებებდა ამაზე. მაგრამ მე მაინც მგონია რომ ეს გამოხმაურება კიდევ უფრო აქტუალურს ხდის დათა თავაძის სპექტაკლს. ფაქტობრივად გაგრძელებაა სამეფო უბნის თეატრის წარმოდგენისა. აი შეხედეთ ამ სახეს და წაიკითხეთ ეს ტექსტი:) ამაზე ამბობენ “LIBERTÉ” -ში “ხავსიანი ენა”…და სწორედ ამ ენას ანგრევს დათა თავაძის სპექტაკლი. არა იმდენად ანგრევს, რამდენადაც გვერდზე სწევს, “აჩოჩებს”, რათა მარაზმატული ენის გარეშე დარჩენილებმა ნაღდ, ბუნებრივ ენას მივაგნოთ და ერთმენთს ჩავეხუტოთ, როგორც ამ წარმოდგენაში. “მტრების ჯიბრზე” ალბათ:)
მადლობა მაგარ მსახიობებს, მთელ თეატრს და ველოდებით “égalité”- ს და “fraternité”-ს” – წერს სოციალურ ქსელში კინომცოდნე .