გოგი ალექსი-მესხიშვილი: თვითონ გააფრთხილეს საპატრიარქო, ნუ ჩაერევით ჩვენს საქმეშიო, და იმედია თავადაც (ოცნება) არ ჩაერევიან (ვიდეო)

გოგი ალექსი-მესხიშვილი საქართველოს პატრიარქს იხსენებს  – “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში, მხატვარი ყვება როგორ დაახლოვდნენ მისი ძმა და ილია მეორე გერმანიის კლინიკაში, სადაც პატრიარქი სამკურნალოდ იყო.

გოგი ალექსი-მესხიშვილი ასევე ვიკა ბუკიას გადაცემაში ყვება, როგროც გააგზავნა ის და მისი ძმა პატრიარქმა მის მშობლიურ სოფელში და როგორ გააყოლა ბერი.

საოცრება იყო, ამდენი ხალხი, ამხელა რიგება. მე ესეთი რამ ცხოვრებაში არ მინახავს. ეს განაპირობა თვითონ პატრიარქსი პიროვნებამ. იშვიათი პიროვნება იყო. როდესაც პატრიარქი გერმანიაში სამკურნალოდ წაიყვანეს, იქ ჩემი ძმა მუშაობდა გულის ცენტრში. იქ მკურნალობდა და ძალიან დაახლოვნდნენ, როდესაც ჩემი ძმა საქართველში ჩამოდიოდა, ყოველთვის მიიდოდა პატრიარქთან. ერთხელ ერთად მივედით, ჩემი ქალიშვილიც იყო. ერთ მისვლაზე გვითხრა, მინდა ჩემს სამშობლოში წახვიდეთო, გაიაროთო, ნახოთ, სად დავიბადე და გავიზარდეო, ახალგაზრდა ბერი გაგვაყოლა მის სოფელში, შემდეგ გზაზე გაფრთილებული იყო ხალხი და ყველგან გვხდებოდნენ, უკან რომ წამოვედით, მივედით პატრიარქთან და ძალიან კმაყოფილი იყო. 

სათნოების გამოხატულევა იყო ეს ადამიანი, ყველა მხრივ შემკობილი იყო, ხატავდა, მღეროდა. მემგონია, რომ ძალიან ძნელია მოიძებნოს მისი დონის ადამიანი. იმედი მაქვს, ვინც მის ადგილს დაიკავებს, ისეთ სიყვარულს გამოჩენს თავის ხალხის მიმართ, როგორიც ილია მეორეს ჰქონდა. 

მე და ჩემს ძმას ტყუპეს გვეძახდა. ბოლოს წირვა რომ ჰქონდა პატრაირქს სამებაში, შემომითვალეს მოდიო და ჩემი სიძე წავიყვანე. რომ მივედი შემომხედა – მითხრა, ტყუპისცალო მოხვედიო? ჩემი ძმა უკვე გარდაცვლილი იყო. ჩემი ძმა რომ აგრდაიცვალა, სამძმრის წერილი გამომიგზავნა და მერე ქაშუეთში გადაუხადეს პარაკლისი.

მხატვარი და თეატრალური დეკორატორი იმედს გამოთქვამს, რომ ახალი პატრიარქის არჩევაში ხელისუფლება არ ჩაერევა. გოგი ალექსი მესხიშვილმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა, წუხილი გამოთქვა, რომ ამ დრომდე არცერთი სინდისი და პოლიტიკური პატიმრი “ოცნებას” არ გაუთავისუფლებია.

ეს გამოსვლები ვნახე და მგონი ეს მათთვისაც სასარგებელი არ იყო. თვითონ გააფრთხილეს საპატრიარქო ნუ ჩაერევით ჩვენს საქმეშიო, და იმედია თავადაც არ ჩაერევიან, თუ ამდენი ჭკუა აქვთ. ეს ყველაფერი გამჩნდება რამდენიმე თვეში, იმიტომ, რომ უამრავი ხალხია ძალიან ცუდ დღეში, უამრავი ადამიანია ციხეში. არავინ არ შეიწყალეს. რა გითხრათ – მე უკეთესის იმედი მაქვს, ახალგაზრდობსი იმედი მაქვს, ახალგაზრდობა გვყავს არაჩვეულებრივი. იმედია გავა რამდენიმე თვე და გამოჩნდება ვვინ ვინ არის და ვის როგრო უყვარს ქვეყანა”, – ამბობს გოგი ალექსი-მესხიშვილი.