გოგიტა თოდრაძე ევროსტატის გენერალურ დირექტორს შეხვდა

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე ევროსტატის გენერალურ დირექტორს, მარიანა კოტცევას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს სტატისტიკის კომისიის 55-ე სესიის ფარგლებში შედგა.
„მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს სტატისტიკის სისტემაში არსებული პროგრესის, სამომავლო გეგმებისა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ, რაც განვითარების ახალ ეტაპზე გადადის ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ.
ევროსტატი „საქსტატის“ მტკიცე პარტნიორია და მასთან თანამშრომლობის გაღრმავება, კიდევ უფრო მაღალი ხარისხის ოფიციალური სტატისტიკის წარმოების საწინდარია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – უკრაინა განიცდის გაუმართლებელ აგრესიას, 2008 წლიდან რუსეთის აგრესიის სამიზნეა საქართველოც – მის მავნე ქმედებებს სჭირდება სათანადო პასუხი, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა ვიყოთ ძლიერები