გოგა ხაინდრავა: მოვითხოვ, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების საქმესთან დაკავშირებით ჩვენების მისაცემად სასამართლოზე ვიყო გამოძახებული

„მოვითხოვ, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების საქმესთან დაკავშირებით ჩვენების მისაცემად სასამართლოზე ვიყო გამოძახებული”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე აქციის ყველა ორგანიზატორმა ჩვენება უნდა მისცეს.
„20 ნოემბერს მსჯავრდებულმა და ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს წინაშე მისცა ჩვენება, სადაც ბადრი პატარკაციშვილი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში დაადანაშაულა. ბადრი პატარკაციშვილი აწ განსვენებულია, ამიტომ, არ აქვს შესაძლებლობა, ამ ცილისწამებაზე პასუხი გასცეს. ამას მე გავაკეთებ. მინდა, ოფიციალურად განვაცხადო, რომ საქართველოს პროკურატურას, მოსამართლეთა იმ კოლეგიას მივმართავ, რომელიც ამ საქმეს იძიებს. ვაცხადებ, 2007 წლის ნოემბრის აქციის ორგანიზატორები ვიყავით ჩვენ: მე, გიორგი ხაინდრავა, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი; , საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ამჟამად საქართველოს პრეზიდენტი; დავით უსუფაშვილი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, , პარლამენტის ყოფილი ვიცესპიკერი; თინათინ ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, , საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე; , იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე; ძმები ლევან და დავით ბერძენიშვილები, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერები; ლევან გაჩეჩილაძე, პრეზიდენტობის კანდიდატი და შალვა ნათელაშვილი, “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე. მე ჩემი თავიდან ვიწყებ და მოვითხოვ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენების მისაცემად სასამართლოზე ვიყო გამოძახებული. ასევე ვითხოვ, რომ ყველა დასახელებულმა პირმა ჩვენება აუცილებლად უნდა მისცეს.
უნდა გაირკვეს, ვინაა დამნაშავე 7 ნოემბრის საქმეში, ეს ქართული საზოგადოებისთვისაა საჭირო. ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რასთან ჰქონდა საქმე – ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომლის მონაწილეებიც ჩვენ ვიყავით და – არა ბადრი პატარკაციშვილი ( პატარკაციშვილი 7 ნოემბერს, როცა ქართული საზოგადოების მხეცური დარბევა მოხდა, თბილისში არ იმყოფებოდა, მან თბილისი 2 ნოემბერს დატოვა), თუ ამაში დამნაშავეა და მასთან ერთად მთელი ჯგუფი უმაღლესი ხელისუფლების პირებისა, ვინც დანაშაული ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გზით ჩაიდინა. ესენი არიან: მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ზაზა გოგავა, გენერალური შტაბის მაშინდელი უფროსი, რომელმაც კანონის სრული დარღვევით გამოიყვანა სამხედროები, რომლებმაც მშვიდობიანი მიტინგის მხეცურად დარბევაში მიიღეს მონაწილეობა, რაც დანაშაულია, პროკურორის მოადგილე, ნიკოლოზ გვარამია. მათ სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით აღძრეს და ამაში ყველანი დაგვადანაშაულეს. გარდა ამისა, ამასთან დაკავშირებით მაშინ განცხადებები გივი თარგამაძემ და მ გააკეთეს. მათ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ასევე დაგვადანაშაულეს”, – განაცხადა ხაინდრავამ.
კინორეჟისორი საქართველოში -ის ელჩსაც მიმართავს.
„მივმართავ აშშ-ის ელჩს, ქალბატონ დანიგანს, რომ დაადასტუროს ან უარყოს სააკაშვილის განცხადება, რომელიც მან თავის ჩვენებაში გააკეთა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მომზადების შესახებ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ საქართველოში წერილი იყო გამოგზავნილი, სადაც აღნიშნული ფაქტი იყო დასახელებული. მოვითხოვ, რომ ქალბატონმა ელჩმა ან უარყოს, ან დაადასტუროს მსგავსი წერილის არსებობა. ასევე, მივმართავ აშშ-ის ყოფილ ელჩს, ჯონ ტეფტს, რომელიც იმ დროს იყო საქართველოში ელჩი, ეს ან დაადასტუროს, ან უარყოს. აშშ-ის საგამოძიებო ბიუროს ოფიციალური წერილი არ შეიძლება, დაფიქსირებული არ ყოფილიყო როგორც აშშ-ის საელჩოში, ასევე, საქართველოს ხელისუფლებაში. თუ ასეთი წერილი იყო, სასამართლოში უნდა იქნეს წარმოდგენილი”, – განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, მზად არის, სასამართლოს და პროკურატურას მასალები გადასცეს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთას ადასტურებს.
„სააკაშვილის ჩვენება აღიარებითი ჩვენებაა. ის ადასტურებს, რომ მისი და ამ ჯგუფის მიერ ჩადენილი იყო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. მე 7 ნოემბერს, დილით დაახლოებით ამ ბრალდებით დამაპატიმრეს. იმის გამო, რომ სასამართლოში არანაირი საბუთი არ იყო წარმოდგენილი, 400 ლარით დამაჯარიმეს და სასამართლოდან გამომიშვეს. შემდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომლის შესახებაც საქართველოს ნიკოლოზ გვარამიამ ამცნო, სადაც, როგორც გადატრიალების ორგანიზატორები, პირდაპირ ვიყავით დასახელებულები. შეიქმნა აბსოლუტურად ცილისმწამებლური ფილმი „ნოემბრიდან ნოემბრამდე”, რომლის ავტორი და წამყვანი გენერალური პროკურორის მოადგილე, გვარამია იყო, სადაც პირდაპირ გვამხელდნენ ჯაშუშობაში, სახელმწიფო ღალატში. თუ პატარკაციშვილი, რომელიც ტელეკომპანია „იმედს” ფლობდა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორი იყო, მაშინ ამ გადატრიალების თანამონაწილეები გიორგი თარგამაძე და ინგა გრიგოლია უნდა ყოფილიყვნენ, რომლებიც „იმედს” წარმოადგენდნენ. მეტსაც გეტყვით, ინგა გრიგოლიას გადაცემაში „რეაქცია“ თავდაცვის და შს ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილმა პატარკაციშვილის მკვლელობა, ტერორისტული აქტი შეუკვეთა. თქვა, რომ ის მანქანაში უნდა აეფეთქებინათ. ის, რომ პატარკაციშვილის წინააღმდეგ ტერაქტის განხორციელების მცდელობა იყო, თავის ჩვენებაში ყოფილმა ე.წ. კანონიერმა ქურდმა, მამარდაშვილმა დაადასტურა, რომლის ჩანაწერი მე გამაჩნია და ფილმ ” დემოკრატიის შუქურაში” წარმოდგენილი. არის მისი საუბრის ჩანაწერი „მასტერასთან”, ცნობილ კრიმინალთან, ის პირდაპირ ეუბნება მამარდაშვილს, რომ პატარკაციშვილის ლიკვიდაცია უნდა მოხდეს, რადგან რეჟიმისთვის საშიშროებას წარმოადგენს. გარდა ამისა, ტერაქტის განხორციელების მცდელობა ჩეჩნეთის საველე მეთაურმა დაადასტურა, რომელმაც თავის ჩვენებაში პირდაპირ თქვა, რომ მე შემიკვეთეს პატარკაციშვილის მკვლელობა, ეს უნდა მომხდარიყო ისე, რომ რუსეთს დაბრალებოდაო. ამის მასალები არსებობს. მე ამ ჩვენების ჩანაწერი გამაჩნია.
საქართველოს პროკურატურას და სასამართლოს კოლეგიას მივმართავ: ყველა ეს მასალა განხილული, სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი უნდა იყოს, ყველა ჩვენგანი სასამართლო პროცესზე უნდა იყოს წარმოდგენილი, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს ის მავნებლური მოქმედება, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა ახორციელებდა.
რამდენადაც ვიცი, არცერთი ჩვენგანი ამ საქმეზე დაკითხული არაა, რაც ჩემთვის ძალიან გასაკვირია. ქართული მართლმსაჯულებისგან ვითხოვ, გაირკვეს,
ვინ ჩაიდინა სახელმწიფო დანაშაული – ჩვენ, მიტინგების ორგანიზატორებმა თუ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ, რომელიც მაშინ საქართველოს ხელისუფლების სათავეში იყო.
აუცილებლად უნდა გაირკვეს ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ შეთქმულება, მისი ლიკვიდაციის და ტერორისტული აქტის განხორციელების მიზნით. მე გამაჩნია და მზად ვარ, სასამართლოს და პროკურატურას გადავცე მასალები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთას ადასტურებს.
ბრალი უნდა დაუმძიმდეს აუცილებლად. 3 სხვადასხვა წყარო ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა შეუკვეთა”, – განაცხადა ხაინდრავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ თალაკვაძე ეროვნულ ნაკრებს – მადლობა გამორჩეულად კარგი ფეხბურთისთვის! ევროპულ მოედანზე თქვენ ყველას აჩვენეთ, რომ საქართველო თანასწორია და საქართველოს უძლიერესებთან თამაში შეუძლია

ჰერმან საბო – გვიხარია, რომ ამნისტიის პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ თუნდაც წინასაარჩევნოდ წამოსწია – არჩევნების წინა დღესაც რომ ხდებოდეს ამნისტია, მზად ვარ, მხარი დავუჭირო და შევაქო ის, ვინც ამას გააკეთებს