გოგა ხაინდრავას შეკრებილები საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ

პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები „ქართული ოცნების” პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის „შესწავლას” აპროტესტებენ.
გოგა ხაინდრავას, რომელმაც კომისიის კითხვებს უპასუხა, შეკრებილები საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ. თავის მხრივ ხაინდრავამ დემონსტრანტებს შეურაცხმყოფელი ჟესტი უჩვენა.
გოგა ხაინდრავა 2004 წლიდან 2006 წლის ივლისამდე იყო სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში.