გოგა ჩანადირი: პასუხი არ მაქვს გიორგი კეკელიძის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობიდან გადაყენებაზე

“პასუხი არ მაქვს გიორგი კეკელიძის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობიდან გადაყენებაზე.
წარმოუდგენელია, რატომ უნდა გაათავისუფლო ადამიანი, რომელმაც არაერთი საშვილიშვილო საქმე გააკეთა წიგნიერებისთვის, თავად ბიბლიოთეკებისთვის?
უამრავი მეწარმე და დაწესებულება დააინტერესა საბიბლიოთეკო საქმით, იმ დარგით, რომელსაც არც ერთმა ხელისუფლებამ ღირებული არაფერი შესძინა.
გიორგის გათავისუფლება არასწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია.
თუ გულწრფელად ვიტყვი, კიდევ ბევრი ადამიანი უხელმძღვანელებს ამ ბიბლიოთეკას, მაგრამ გიორგის მსგავსად მრავალხრივად, ორგანიზებულად, წიგნიერების გასავრცელებლად კარდაკარ სიარულით და ასე შემდეგ,
უმრავლესობა თავს ვერ გაართმევს.
დიდ პატივს ვცემ ბატონ ს, ვინც მის შემცვლელად დასახელდა, მაგრამ მასაც გაუჭირდება ეროვნული ბიბლიოთეკის კარგი ხელმძღვანრლობა.
აი, რა საჭირო იყო ეს გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივად პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიიღო. თუმცა, ვეჭვობ, რომ ეს მხოლოდ მისი სურვილი იყო.
არ ვიცი, რა ვთქვა. უსამართლობის შეგრძნება დამეუფლა,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გოგა ჩანადირი.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოსტზე ს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის. ცოტა ხნის წინ კეკელიძემ დაწერა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პოსტის დატოვება მოსთხოვა.
რაც შეეხება კონსტანტინე გამსახურდიას, ის რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ ამ პოსტზე ინიშნება.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით უწმინდესს და უნეტარესს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო მილოცვისთვის, თითოეული გზავნილი ძალიან ყურადსაღებია და ვიმოქმედებთ შესაბამისად

ირაკლი კობახიძე – არც ერთ ქვეყანაში პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია – პარლამენტი არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს შეიკრიბება