გოგა ონიანმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

გოგა ონიანმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა
გოგა ონიანი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. ონიანი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“, იყო უამრავი გამოწვევა, სირთულე, რასაც სწორედ ერთობით ვცემდით პასუხს. ერთი წლის წინ პარტიაში შეიცვალა მენეჯმენტი, რომელთანაც ჩემი თანამშრომლობა ბევრი მიზეზის გამო ვერ შედგა, არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს. ვფიქრობ, ბევრმა ისაუბრა ამ თემაზე და არ მინდა, თუნდაც მინიმალურად დავაზიანო ოპოზიციის საერთო ინტერესი.
ვინაიდან ვთვლი, რომ დასაკარგი დრო აღარ გვაქვს და ანუ რუსული მმართველობა, კორუფცია, მაფიოზობა, თაღლითობა, პოლიტიკური მართლმსაჯულება და ხალხის აბუჩად აგდება უნდა დასრულდეს, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგები და პოლიტიკურ ასპარეზზე ბოლო პერიოდში გამოჩენილ ღირსეულ, ერუდირებულ და გამარჯვებაზე ორიენტირებულ ადამიანებთან ერთად გავაკეთო ყველაფერი ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად. დიახ, ვფიქრობ, და ახალი ადამიანების დიდი ჯგუფი, დიდი პოტენციალით, ქვეყანას გამოიყვანს იმ ჭაობიდან, რომელშიც 2012 წელს შეიყვანა ბიძინა ივანიშვილმა.
ყველა პროდასავლურ პარტიას ვუსურვებ წარმატებებს და ჯამურ გამარჯვებას 2024 არჩევნებზე“,- წერს ონიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება