გოგა ბითაძის მორიგი მატჩი – ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ორლანდომ” “ატლანტას” 117-ით 110 აჯობა.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 27 წუთი გაატარა და ამ დროში 11 ქულით, 14 მოხსნით და 3 შედეგიანი პასით ორმაგი დუბლი მიითვალა.
“ორლანდო” 21 გამარჯვებით და 15 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა.
მომდევნო ტურში “მეჯიქი” 10 იანვარს “მინესოტას” დაუპირისპირდება.