გოგა ბითაძემ NBA-ში მატჩი ჩაატარა და საკუთარ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა

გოგა ბითაძემ NBA-ში მატჩი ჩაატარა და საკუთარ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “ჩიკაგო ბულსი” ბითაძის “ორლანდო მეჯიქს” დაუპირისპირდა და 94-96 დამარცხდა.
ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 26 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულით და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.
ეს მიმდინარე სეზონში მისთვის მეორე ორმაგი დუბლია. “ორლანდო” 6 მოგებით და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილს იკავებს, მომდევნო ტურში კი – კვლავ “ჩიკაგოს” შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი