ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქმა” “ნიუ იორკ ნიქსი” სტუმრად 103:94 დაამარცხა.
“მეჯიქის” რიგებში გოგა ბითაძემ თამაში ტრადიციულად ძირითად ხუთეულში დაიწყო, ქართველმა ცენტრმა მოედანზე 22:18 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 8 მოხსნა, 4 შედეგიანი პასი და 3 დაფარება მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე კოულ ენტონი გახდა, უკანახაზელმა 36:38 წუთში 24 ქულა, 7 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი დააგროვა.
“ნიქსიდან” მიკალ ბრიჯისმა 42:23 წუთში 24 ქულა, 5 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა.
ამრიგად, “ორლანდო” 22 მოგებითა და 16
მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 10 იანვარს “მინესოტა ტიმბერვულსის” წინააღმდეგ გამართავს.
“ნიქსი” 24 გამარჯვებითა და 13 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა, ტომ ტიბოდოს გაწვრთნილი გუნდი 9 იანვარს “ტორონტო რაპტორსს” შეხვდება.