ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში NBA-ს In Season Tournament-ის მორიგი ეტაპი გაიმართა.
“ორლანდო მეჯიქი” “ბრუკლინ ნეტსს” ესტუმრა და 104:124 დამარცხდა.
გოგა ბითაძემ მოედანზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 14 ქულით (2/2 საჯარიმო, 6/6 ორქულიანი, 0/1 სამქულიანი), 3 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.
საუკეთესო ფრანს ვაგნერი გახლდათ, რომელმაც აქტივში 21 ქულა, 8 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან სპენსერ დინვიდიმ 29 ქულა და 9 ასისტი მიითვალა, მიკალ ბრიჯისმა კი – 20 ქულა.