გოგას პირადსარეკორდო 15 ქულა, 7 მოხსნა, 4 დაფარება და “ორლანდოს” მორიგი გამარჯვება [VIDEO]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “ორლანდო მეჯიქმა” “კლივლენდ კავალიერსი” 104:94 დაამარცხა.
“მეჯიქის” რიგებში გოგა ბითაძემ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 29:01 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 4 დაფარება მიითვალა.
“ორლანდოდან” საუკეთესო პაოლო ბანჩერო გახდა, გუნდის ლიდერმა 20 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა.
“კლივლენდიდან” დარიუს გარლანდმა საკუთარ გუნდს 36 ქულა, 6 მოხსნა და 5 ასისტი შესძინა.
ამრიგად, “მეჯიქი” 16 გამარჯვებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს. “ორლანდო” მორიგ მატჩს 16 დეკემბერს, “ბოსტონ
სელტიქსის” წინააღმდეგ გამართავს.
“კავალიერსი” 13 მოგებითა და 10 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. “კლივლენდი” 13 დეკემბერს “ბოსტონ სელტიქსს” დაუპირისპირდება.
გოგას პროგრესი თვალშისაცემია ,ძალიან მოუმატა, იმედია არ შეუმცირდება სათამაშო დრო. აქვს მომენტებში ის თავდაჯერება რაც ვარსკვლავების თამაშში ჩანს ხოლმე და თუ მთელი სეზონი ამ დონეზე გააგრძელა თამაში, მომავალი სეზონიდან შეუძლია საკუთარ თავს კიდევ უფრო მაღალი მიზნები დაუწესოს. ცალკე თემაა მისი დაცვაში თამაში, ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა-გოგა ბლოკაძე !!! წარმატებებიიი !!!

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში