გოგას ორმაგი დუბლი – “ორლანდომ” “ჩიკაგო” დაამარცხა [VIDEO]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “ორლანდო მეჯიქი” “ჩიკაგო ბულზსს” ესტუმრა და 96:94 დაამარცხა.
გოგა ბითაძემ მოედანზე 26 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავი 15 ქულით (3/4 საჯარომო, 6/10 ორქულიანი), 11 მოხსნით (6 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა. აღსანისნია, რომ გოგას შეცდომა არ ჰქონია აღნიშნულ მატჩში.
მატჩის გმირი პაოლო ბანშერო გახდა, რომელმაც 17 ქულა და შეხვედრის მომგები ორქულიანი ჩააგდო.
მასპინძელთა მხრიდან ზაკ ლავინმა 19 ქულა დააგროვა, ნიკოლა ვუჩევიჩმა კი 17.