გოგას ორმაგი დუბლი და დეჟანტე მარის ბაზერ ბითერი – “ატლანტამ” “ორლანდოს” ბოლო წამებზე მოუგო [VIDEO]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “ატლანტა ჰოუქსმა” “ორლანდო მეჯიქს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 106:104 დაამარცხა. მატჩის მომგები ტყორცნა შეხვედრის დასრულებამდე 3 წამით ადრე “ქორების” უკანახაზელმა დეჟანტე მარიმ შეასრულა.
“ორლანდოს” ცენტრმა გოგა ბითაძემ მატჩი ძირითად ხუთეულში დაიწყო. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 10 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.
“მეჯიქიდან” პაოლო ბანკერომ თავი 26 ქულით, 4 მოხსნითა და 4 ასისტით გამოიჩინა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე დეჟანტე მარი გახდა, რომელმაც 26 ქულა, 5 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი შეასრულა.
ამრიგად,
“ორლანდო მეჯიქი” 22 გამარჯვებითა და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს. ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 20 იანვარს, “ფილადელფიას” წინააღმდეგ გამართავს.
“ატლანტა ჰოუქსი” 17 გამარჯვებითა და 23 წაგებით მე-10 ადგილზეა. “ქორები” 20 იანვარს “მაიამი ჰიტს” დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში