გობეჯიშვილი: გთხოვთ დამნაშავედ ცნოთ გიორგი ახობაძე წარდგენილ ბრალდებაში და განუსაზღვროთ მას კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი

პროევროპულ აქციებზე დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის პროცესზე დღეს დასკვნითი სიტყვით ისარგებლა საქმის პროკურორმა, შმაგი გობეჯიშვილმა.

„გთხოვთ დამნაშავედ ცნოთ გიორგი ახობაძე წარდგენილ ბრალდებაში და განუსაზღვროთ მას კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი“, – თქვა გობეჯიშვილმა. 

ახობაძის ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის თქმით, პროკურორმა მისი დასკვნითი სიტყვა პოლიციელთა ჩვენებებზე ააგო. მისი თქმით, გობეჯიშვილის სიტყვა ერთი-ერთში ცრუ იყო, რადგან არცერთ ექსპერტთან დაკავშირებით და არცერთ ნეიტრალურ პირთან დაკავშირებით მას ყურადღება არ გაუმახვილებია.

პროკურორის დასკვნითი სიტყვა პოლიციელთა ჩვენებებზე და გარდა პოლიციელთა ჩვენებისა, არცერთ ექსპერტთან დაკავშირებით და არცერთ ნეიტრალურ პირთან დაკავშირებით არანაირი ყურადღება მას არ გაუმახვილებია. შესაბამსიად, მან მხოლოდ ცალმხრივად შეაფასა მთელი რიგი ინფორმაცია, რომელიც მოკლებულია უტყუარობას და რა თქმა უნდა, ამავდროულად არ არის დამაჯერებელი. გარდა ამისა, პროკურორმა ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც მთლიანად, არსებითი განხილვის არცერთ ეტაპზე არ გამოგვიკვლევია და შესაბამისად, არის ცრუ ინფორმაცია და არ შეესაბამება სიმართლეს. სისხლის სამართლის საქმე, მთელი მასალები არის ყალბი და ამვდროულად, ერთი-ერთში ცრუ არის პროკურორის დასკვნითი სიტყვა”, – ამბობს ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე. 

შემდეგ პროცესზე, რომელიც 22 ივლისს ჩაინიშნა, დასკვნითი სიტყვით სასამართლოს წინაშე დაცვის მხარე წარდგება.
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მხარეებს უთხრა, რომ შემდეგი პროცესისთვის რეპლიკებისთვისაც მზად იყვნენ. მან ბრალდებულსაც მიმართა, რომ ყოველი შემთხვევისთვის, მზად იყოს საბოლოო სიტყვისთვის.

  • ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.
  • პროევროპული აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის დედა მისი დაკავებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ლოგინად ჩავარდნილი მშობლის ერთადერთი მომვლელი მისი შვილი იყო და ამის შესახებ დაკავებული ახობაძე მოსამართლეს 10 დეკემებრის სხდომაზეც უყვებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – დელეგაცია მიდიოდა ბრიუსელში და თუ არ ჰქონდათ ერთი ადგილი, რომ მიეღოთ ეს ქვეყნები, მაშინ თამამად შეეძლოთ სხვა ადგილი გამოეყოთ – ეს არის საბაბი, საბავშვო ბაღია, რაც ბრიუსელის მხრიდან ვნახეთ

სეს – თევზის ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, 9-ში კი ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, სხვა შემთხვევებში, ხიზილალისა და თევზის საწარმოებში იყენებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ საღებავებს და ეტიკეტი შეიცავს ინფორმაციას საკვებდანამატებზე