ლაშა გობაძემ (87 კგ) ალჟირელი ბაჩირ სიდ აზარა დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ბულგარელ სემენ ნოვიკოვს დაუპირისპირდება.
სამწუხაროდ, რამაზ ზოიძე (67 კგ) ასპარეზობას პირველივე წრეში გამოეთიშა, ზოიძე ყირგიზ ამანტურ ისმაილოვთან 1:12 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირზე 97კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა რობერტ კობლიაშვილმა, რომელმაც ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ხასლახანაუსთან წააგო და ოლიმპიურ თამაშებს დაემშვიდობა.