გმირ მეხანძრე-მაშველებს ვულოცავ პროფესიულ დღეს, სამაგალითოა მათი თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და გამბედაობა

გმირ მეხანძრე-მაშველებს ვულოცავ პროფესიულ დღეს, სამაგალითოა მათი თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და გამბედაობა
საქართველოს პრეზიდენტი მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
ს განცხადებით, სამაგალითოა ამ ადამიანების თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და გამბედაობა.
„ჩვენს უშიშარ და გმირ მეხანძრე-მაშველებს ვულოცავ პროფესიულ დღეს. სამაგალითოა ამ ადამიანების თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და გამბედაობა. მადლობას ვუხდი თითოეულ მეხანძრე-მაშველს სამშობლოს ერთგულად მსახურებისთვის. ისინი ჩვენი დროის გმირები არიან. გმირები, რომლებიც მზად არიან, სხვათა გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე დაუფიქრებლად გაიღონ. ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თითოეული მათგანის ხსოვნის წინაშე. დღევანდელი დღე სიმბოლური ხაზგასმაა ჩვენი მეხანძრე-მაშველების თავდადების, დაუღალავი შრომის. მსურს, მათ მშვიდობა და ოჯახებში მუდამ ჯანმრთელად და უვნებლად დაბრუნება ვუსურვო“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მილოცვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს, მას 5 წლით პატიმრობა მიესაჯა და 1 მილიონი ჯარიმა, მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა