გმირთა მოედნიდან სანაპიროზე ჩასასვლელი გაგანიერდება – ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ

თბილისის მერი, ამბობს, რომ დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დარტვირთულ ნაწილში – გმირთა მოედნიდან სანაპიროზე ჩასასვლელი გზა გაგანიერდება. მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ არსებულ ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ.
“სატრანსპორტო ნაკადების მატებასთან ერთად, კიდევ უფრო აქტუალური გახდა აღნიშნული სატრანსპორტო კვანძის გარკვეული სახით მოდერნიზება და კონკრეტული გადაწყვეტების მოძებნა… შეთანხმება უკვე მიღწეულია და მინდა, მფლობელებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო”, – თქვა კალაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ თბილისის სხვადასხვა ნაწილში მუნიციპალიტეტი გამოყოფს მიწის ნაკვეთებს, სადაც შესაძლებელი იქნება ამ ბენზინგასამართი სადგურების გადატანა.
გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ახლა გზის გაგანიერების საკითხი განიხილება, ცათამბჯენების აშენება იგეგმება. პროექტი საკრებულომ მოიწონა და ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნა.
გმირთა მოედნიდან სანაპიროზე ჩასასვლელი გზის გაგანიერება მოქმედი და ყოფილი მერის დაპირებაა. ჯერ კიდევ დავით ნარმანია 2014 წლის დეკემბერში ამბობდა, რომ გზის ეს ნაწილი გაგანიერდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები