გმირთა მოედანზე შეკრებილები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან – გადაკეტილია მტკვრის მარჯვენა სანაპირო

გმირთა მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე იმყოფებიან, რომელიც სრულად გადაკეტილია.
ადგილზე მათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი, ასევე სხვადასხვა სახის ბანერები წარწერებით – “აჯანყდი”, “თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს”.
ასევე, აქციის მონაწილეები სკანდირებენ -“არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა”, “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.
აქცია/მსვლელობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც მიჰყვებიან.
რუსთაველის გამზირზე მისულ აქციის მონაწილეებს კი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?