გმირთა მოედანზე სტუდენტების აქცია დასრულდა

გმირთა მოედანზე სტუდენტების აქცია „არა რუსულ კანონს“ დასრულდა. ახალგაზრდებმა დღესაც გააპროტესტეს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი. ისინი თავდაპირველად ალექსიძის ქუჩაზე შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობით ტექნიკურ უნივერსიტეტთან, იქიდან კი გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს. სტუდენტების თქმით, აქციას 18 მაისიდან განაახლებენ.
“18 მაისიდან, დღის პირველი ნახევრიდან, ყოველდღიური სახე მიეცემა ჩვენ გამოსვლებს და აქციებს. ვიწვევთ ყველა მსურველს. ზუსტ დროს და ადგილს შეგატყობინებთ, “ფეისბუქ” ჯგუფში დაიდება განცხადება”, – განაცხადა აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტმა, ალექსანდრე კაცაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)