გმირთა მოედანზე რამდენიმე მარში გაერთიანდა – კოსტავას ქუჩისა და ვარაზისხევის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია

თბილისში, სხვადასხვა ლოკაციიდან მიმდინარე რამდენიმე საპროტესტო მარში გმირთა მოედანზე გაერთიანდა. საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია კოსტავას გამზირის და ვარაზისხევის მიმართულებით.
მარშის მონაწილეები ერთდროულად გმირთა მოედანზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნების ფონზე გაერთიანდნენ.
მარშის მონაწილეები საქართველოს ოკუპაციის დღიდან 104 წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალთან, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ.
ყველა მარში კი საბოლოოდ რუსთველის გამზირზე მსვლელობით გადაინაცვლებს, სადაც აქცია გაგრძელდება ლოზუნგით – “არა რუსულ ოკუპაციას”.
როგორც ცნობილია, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს.