გმირთა მოედანზე მოძრაობა ისევ ყველა მხრიდან პარალიზებულია – მომიტინგეებმა მოედნიდან გამავალი ყველა გზა ისევ ჩაკეტეს

მოედანზე, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეების ნაწილი იმყოფება, საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია ესტაკადაზე, ასევე ვარაზისხევის, ლაგუნას ვერეს, თამარ მეფის გამზირის, კოსტავას ქუჩის მიმართულებით.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
დემონსტრანტები სკანდირებენ – “საქართველო”, “არა რუსულ კანონს!”
ცოტა ხნის წინ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილიც მსვლელობით გმირთა მოედანზე მყოფ მომიტინგეებს შეუერთდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი – გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება რაიმე მეთოდით, მით უმეტეს მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი – ისე ხატავენ აზრთა შესაძლო სხვადასხვაობას, თითქოს ეს არის სიმახინჯე, ეკლესიისთვის ჩირქის მოცხება გრძელდება