გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყო

გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის საგზაო ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო არეალი გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს.
მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ტროტუარზე კაბელ არხები ეწყობა, სადაც საჰაერო სადენების გადატანა მოხდება. ასევე, დაწყებულია გზის საექსკავაციო სამუშაოები და მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია.
„პროექტის ფარგლებში, მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები, დაიხაზება ზებრა გადასასვლელები და დამონტაჟდება შუქნიშნები. ერთი შუქნიშანი განთავსდება ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთაზე, ხოლო მეორე უშუალოდ გვირაბის გამოსასვლელის შემდეგ, რომელიც სანაპიროსკენ მიმავალი ავტომობილების ნაკადების გადანაწილებასა და შეუფერხებელ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.
შუქნიშნის განთავსება იძლევა საფეხმავლო გადასასვლელის მოწყობის შესაძლებლობასაც, რომელიც ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიას ვარაზისხევთან დააკავშირებს.
გარდა ამისა, ტერიტორიაზე დამონტაჟდება გარე განათების ქსელი LED ლამპიონებით, დაიგება ასფალტის საფარი და ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირთათვის.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც ორი თვის ვადაში დასრულდება, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს“, – აცხადებენ მერიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე: ევროკავშირმა სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა – ეს დადასტურებაა, რომ მეგობრებს ვახსოვართ

ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსის“ პროექტზე – 147 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, 110 – უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, 8 ბინა არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა, თავადაც ხედავთ, როგორი არაბიზაციის რისკის წინაშე დგას ქვეყანა

ირაკლი კობახიძე – მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში ბიუჯეტში შემოდის 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი – ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება

ირაკლი კობახიძე – ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილზე არიან ინდოეთი და აზერბაიჯანი, უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 5.9%-ია, ლტოლვილის სტატუსით კი 25 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს