როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, 2 მაისს, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, 23 ადამიანი დააკავეს.
2 მაისის საღამოს და 3 მაისის ღამეს აქცია გმირთა მოედანზე მიმდინარეობდა და დაკავებებიც გმირთა მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მოხდა, ყველა დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
30 აპრილის და 1 მაისის ღამეს, შსს-ს განცხადებით, პოლიციამ 63 პირი დააკავა.