გმირთა მემორიალთან ახალგაზრდების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ახალგაზრდების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არ შეეგუებიან რუსულ რეჟიმს.
როგორც დემონსტრანტები აცხადებენ, მათი გმირთა მემორიალთან შეკრება სიმბოლურია, რადგან ამ სახის პროტესტი გამოიწვია იმ საგამოძიებო კომისიის მუშაობამ, რომელმაც ყოფილი სამხედროები დაკითხა და რომელიც, მათივე განცხადებით, მიზნად ისახავს, აგვისტოს ომის საქართველოზე გადაბრალებას.
„ჩვენი სამშობლოს ისტორია ოკუპანტის კალმით არ დაიწერება“, – აცხადებენ ადგილზე შეკრებილები.
აქციის მონაწილეებს მოგვიანებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან წამოსული მარში შეუერთდება, ერთობლივი საპროტესტო მსვლელობით კი ისინი რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ, სადაც პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი

საპატრიარქო: საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება – 18 მარტს შედგება წმინდა სინოდის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ სამების საპატრიარქო ტაძარში