საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მასში ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილი, შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე, ანზორ ჩუბინიძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები მონაწილეობდნენ.
“სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს. ასევე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთვებიან საპატრიარქოს კომისიის მუშაობაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვაა გამოცხადებული. გლოვის დღეები დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება” – წერია განცხადებაში.
კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ
პატრიარქ ილია მეორეს კვირას, 14:00 საათზე, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.