როდესაც 2009 წელს „გლობალ სელის“ იდეა გაჩნდა, მიზანი იყო, გაემარტივებინა საერთაშორისო კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის. იმ დროისთვის საერთაშორისო ზარები და როუმინგი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არ იყო ხელმისაწვდომი, ხოლო სანდო, მოქნილი და ბიუჯეტური შეთავაზებები თითქმის არ არსებობდა. სწორედ ამ საჭიროებებზე დაყრდნობით დაიწყო ბრენდის ისტორია, რომელიც დღეს უკვე მთელ მსოფლიოშია წარმოდგენილი.
„გლობალ სელი“ არის ქართული ბრენდი, რომელმაც საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ღირსეული ადგილის დამკვიდრება შეძლო. 2009 წლიდან კი საქართველოს მოქალაქეებს შესთავაზა ინოვაციური საერთაშორისო/ევროპული სიმ-ბარათები უფასო ზარებით როუმინგში.
დროთა განმავლობაში, სერვისებისა და პროდუქტების მუდმივი დახვეწისა და გამრავალფეროვნების პროცესში, კომპანიამ მომხმარებლებს შესთავაზა სამოგზაურო სიმ-ბარათი როგორც ევროპული, ისე ამერიკული, ბრიტანული და ქართული ნომრებით. აღსანიშნავია ციფრული სერვისებისა და პროდუქტების განვითარებაც, რისი საშუალებითაც აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ, „გლობალ სელის“ სხვა 20-მდე პროდუქტთან ერთად, მიიღონ როგორც ფიზიკური (SIM CARD), ისე ელექტრონული სიმ-ბარათები (eSIM) მრავალფეროვანი, დახვეწილი და ხელმისაწვდომი სატელეკომუნიკაციო სერვისებით.
„გლობალ სელი“ დღეს მსოფლიო მასშტაბით 1.35 მილიონზე მეტ აბონენტს 100-ზე მეტი საერთაშორისო დისტრიბუტორის მეშვეობით ემსახურება. კომპანია მუდმივად იზრდება და ვითარდება, მომხმარებლებს კი სთავაზობს მრავალფეროვან და ხელმისაწვდომ მომსახურებას.
2014 წლიდან, +995 559 ინდექსით, „გლობალ სელი“ ქართული მობილური ოპერატორი გახდა, დღეს კი მისი საცალო მომხმარებლების რაოდენობა საქართველოში 100,000-ს აჭარბებს. ასევე, „გლობალ სელის“ კორპორატიული მომსახურებით სარგებლობენ საჯარო და კერძო სექტორის დაწესებულებები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები. თითოეულ მათგანს კომპანია სთვაზობს პერსონალიზებულ ტარიფებს, უწყვეტ კონსულტაციას და სტაბილურ ტექნიკურ მხარდაჭერას. ყოველივე ეს კომპანიის სერვისის ხარისხზე, ნდობასა და რეპუტაციაზე მეტყველებს.
“გლობალ სელის” სიმ-ბარათები საქართველოს მოქალაქეებისთვის უკვე მრავალი წელია ხელმისაწვდომია ქვეყნის ყველა კუთხეში, ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სახლის, ასევე, საქართველოს ფოსტის ყველა ფილიალში (მთელი ქვეყნის მასშტაბით).
„გლობალ სელი“ გამოირჩევა არა მხოლოდ პროდუქტის მრავალფეროვნებით, ინოვაციურობით, მომხმარებელზე მორგებული ტარიფებით და მუდმივად განახლებადი სერვისებით, არამედ მომსახურების მაღალი სტანდარტითაც, რაც მათ შორის, გამოიხატება უფასო ცხელი ხაზით, მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი ალტერნატიული საკონტაქტო პლატფორმებითა და 24/7 ტექნიკური მხარდაჭერით.
ბრენდის ღირებულებები დაშენებულია სამ ძირითად საყრდენზე, რომელიც მის იდენტობას და ფილოსოფიას განსაზღვრავს:
ინოვაცია – ტექნოლოგიური წინსვლა, რომელიც მუდმივი განვითარებისა და ციფრული ტრანსფორმაციისკენ არის მიმართული.
ხელმისაწვდომობა – კომფორტული და მარტივი კომუნიკაცია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნდობა – ურთიერთობები, რომელიც წლების მანძილზე შენდება. კომპანიის მთავარი ღირებულებაა მომხმარებლებსა და პარტნიორებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და სტაბილური თანამშრომლობა, რომელიც ეფუძნება პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობას.
ეს არის წარმატების ისტორია, რომელიც საქართველოდან დაიწყო და მსოფლიოს უკავშირდება. ეს არის არა მხოლოდ ერთი კომპანიის ისტორია, არამედ ათიათასობით მოგზაურის ამბავი, რომელსაც „გლობალ სელი“ აკავშირებს.
„გლობალ სელი“ დღეს არა მხოლოდ ცნობადი ქართული ბრენდია მსოფლიო სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, არამედ ის საქართველოს თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარებისა და გლობალური იდენტობის ერთ-ერთი სიმბოლოა.
