გლობალურ Travel – პროგრამებთან მომუშავე კორპორატიული მყიდველებისთვის სასტუმროებში განთავსების ფასების არასაკმარისი გამჭვირვალობა კვლავ მთავარ პრობლემად რჩება – ehotel-ისა და BTN Group-ის კვლევა
გლობალურ ტრეველ-პროგრამებთან მომუშავე კორპორატიული მყიდველებისთვის სასტუმროებში განთავსების ფასების არასაკმარისი გამჭვირვალობა კვლავ მთავარ პრობლემად რჩება. ამის შესახებ ნათქვამია სასტუმროების დაჯავშნის პლატფორმის – ehotel-ისა და BTN Group-ის კვლევაში.
გამოკითხული რესპონდენტების 58% ფასების სხვაობას მიიჩნევს „მთავარ დაბრკოლებად“მომწოდებლის არჩევისას.
მთავარი გამოწვევები კორპორატიულ ტრეველში:
ფასების სხვაობა (58%): რესპონდენტების ნახევარზე მეტი მიუთითებს იმაზე, რომ კორპორატიული ტარიფები ხშირად განსხვავდება აგრეგატორების მიერ შეთავაზებული ღირებულებისგან.
„ოფ-პროგრამული“ დაჯავშნა (47%): რესპონდენტების თითქმის ნახევარი აცხადებს, რომ მათი კომპანიების თანამშრომლები ხშირად ჯავშნიან ნომრებს კორპორატიული ტრეველ-პროგრამის ფარგლებს გარეთ.
სპეციალური ფასების მიუწვდომლობა (39%): რესპონდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი აღნიშნავს, რომ სპეციალური კორპორატიული ფასები შესაძლოა მიუწვდომელი იყოს დაჯავშნის მომენტში.
ბიუჯეტი და მოცულობა (32%): კომპანიების მესამედმა განაცხადა, რომ მივლინებების მოცულობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ამისთვის გამოყოფილი ტრეველ-ბიუჯეტები.
დაბალი ფასები დამოუკიდებელი ძიებით (31%): გამოკითხულთა თითქმის მესამედი აღიარებს, რომ თანამშრომლების მიერ დამოუკიდებლად მოძიებული ფასები ზოგჯერ უფრო დაბალია, ვიდრე შეთანხმებული კორპორატიული ტარიფები.
კვლევის შედეგები მიუთითებს პარტნიორების მოძიების ჰიბრიდულ მოდელებზე გადასვლაზე, რომელიც აერთიანებს შეთანხმებულ კორპორატიულ ფასებსა და აგრეგატორების ტარიფებს.
აგრეგატორების გამჭვირვალობა (44%): ფასების არასაკმარისი გამჭვირვალობა პრობლემად რჩება სასტუმროს აგრეგატორების შემთხვევაშიც, რაზეც რესპონდენტების 44% მიუთითებს.
მცირე და საშუალო ბიზნესი (58%): განსაკუთრებით დიდია ეს პრობლემა მცირე და საშუალო ბიზნესის კორპორატიული მყიდველებისთვის (მათთვის, ვისი წლიური დანახარჯი განთავსებაზე 5 მილიონ ევროზე ნაკლებია).
მონაცემთა ანალიზი: რესპონდენტების ნახევარი დაინტერესებულია რეალურ დროში მონაცემთა ანალიზის გაუმჯობესებით, ხოლო თითქმის 80% ამ საკითხში ცენტრალიზებულ მხარდაჭერას ელოდება.
ინტეგრაციის პრობლემები (39%): ტრეველ-მენეჯერების ნაწილს აწუხებს OBT-ებთან (ონლაინ დაჯავშნის ინსტრუმენტები) ან TMC-ებთან (მოგზაურობის მართვის კომპანიები) ინტეგრაციის პრობლემები.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო ევროპის 100-ზე მეტმა სპეციალისტმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კომპანიებში მივლინებებზე, შესყიდვებზე, ფინანსების და პერსონალის მართვაზე.




