გლობალურ ბაზარზე ნავთობი იაფდება- რა ღირს საწვავი საქართველოში?

გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება. WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი თბილისის დროით 10:40 საათზე, 72.53 დოლარით განისაზღვრება, რაც ერთი კვირის ჭრილში 0.27%-იან კლებაზე მიანიშნებს. რაც შეეხება Brent-ის ტიპის ნავთობის ფასს, ამ შემთხვევაში შემცირებამ 0.14% შეადგინა და ბარელზე 75.67 დოლარს გაუტოლდა.
რაც შეეხება საქართველოს, ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე 20 იანვრიდან საწვავის ფასები 4-8 თეთრის ფარგლებში გაძვირდა, ბოლო ერთი კვირის მდგომარეობით კი ფასების უცვლელი დარჩა.
თავაზობთ, ამ დროის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასებს:
Socar:
· ნანო სუპერი – 3.55 ლარი
· ნანო პრემიუმი – 3.20 ლარი
· ნანო ევრო რეგულარი – 3.03 ლარი
· ევრო 5 დიზელი – 3.03 ლარი
· ნანო ევრო 5 დიზელი – 3.14 ლარი.
Gulf:
· G-Force სუპერი – 3.63 ლარი;
· G-Force პრემიუმი – 3.23 ლარი;
· G-Force ევრო რეგულარი – 3.13 ლარი;
· ევრო რეგულარი – 3.03 ლარი;
· G-Force ევრო დიზელი – 3.19 ლარი.
Rompetrol:
· სუპერი – 3.63 ლარი;
· ევრო პრემიუმი – 3.24 ლარი;
· ევრო რეგულარი – 3.04 ლარი;
· Efix ევრო დიზელი – 3.25 ლარი;
· ევრო დიზელი – 3.15 ლარი.
Wissol:
· ეკო სუპერი – 3.62 ლარი;
· ეკო პრემიუმი – 3.22 ლარი;
· ევრო რეგულარი – 3.05 ლარი;
· ევრო დიზელი – 3.12 ლარი;
· ეკო დიზელი – 3.17 ლარი;
· დიზელ ენერჯი – 3.04 ლარი.
Portal:
· პრემიუმი – 3.09 ლარი;
· ევრო რეგულარი – 2.79 ლარი;
· ევრო დიზელი – 3.19 ლარი.
წყარო: bpn.ge