გლობალური ცენტრალური ბანკები ხელოვნურ ინტელექტს სიფრთხილით ეკიდებიან – რა რისკებს ხედავენ?(bm.ge)

OMFIF-ის ახალი ანგარიშის თანახმად, გლობალური ცენტრალური ბანკები ხელოვნურ ინტელექტს სიფრთხილით ეკიდებიან, რადგან მასში როგორც უდიდეს პოტენციალს, ასევე შესაძლო რისკებს ხედავენ.
Official Monetary and Financial Institutions Forum-ის ანგარიში ხაზს უსვამს, რომ -ს არსებითად შეუძლია პროცესების გაუმჯობესება, მაგრამ ის ასევე ზრდის კიბერთავდასხმების რისკს, აჩქარებს ბაზრის დინამიკას და ფინანსურ ინსტიტუტებს ახალი ტიპის, არატრადიცული რისკების წინაშე აყენებს.
კვლევის თანახმად, ცენტრალური ბანკების უმეტესობა -ს მხოლოდ დაბალი რისკის მქონე პროცესებში იყენებს, როგორიცაა: საბაზრო სიახლეების გაცნობა, ანომალიების იდენტიფიცირება და ანგარიშების შეჯამება, რადგან OMFIF-ის გამოკითხვის თანახმად, ბანკების 61% აცხადებს, რომ AI მათ ოპერაციებს ჯერჯერობით არსებითად ვერ ანაცვლებს.
მთავარი რისკი მოიცავს AI-ალგორითმის სანდოობას და კიბერუსაფრთხოებას. ბანკირები თვლიან, რომ სარეზერვო და ფინანსური მონაცემების გაჟონვა არა მხოლოდ ოპერაციული, არამედ პოლიტიკური პრობლემაც იქნება, ამიტომ კიბერუსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ცენტრალური ბანკები ფიქრობენ, რომ AI-ის უსაფრთხოდ დანერგვისთვის საჭიროა ტრენინგი, ციფრული ინფრასტრუქტურა და შესაბამისი კანონმდებლობა, რათა AI-ის დახმარებით პროდუქტიულობა უსაფრთხოდ გაიზარდოს და ფინანსური სისტემა ახალი რისკების წინაშე არ აღმოჩნდეს.
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”