გლობალური შიმშილის ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა კი ევროპის უკანასკნელ სამეულშია
2025 წლის გლობალური შიმშილის ინდექსის მიხედვით საქართველო საუკეთესო ოცდახუთ ქვეყნას შორის მოხვდა და პრობლემისგან თავისუფლებით პირველ პოზიციაზეა. რაც იმას ნიშნავს, რომ უკიდურესი სიღარიბის გამომხატველი ეს პრობლემა, საქართველოში მოწინავე დონეზე და დადებითად არის გადაწყვეტილი.
კვლევის თანახმად, 100%-იანი სისტემით საქართველოს შეფასება 5%-ზე დაბალია. რაც საუკეთესო მაჩვენებლად ითვლება.
ინდექსი 4 ფაქტორით ფასდება:
მოსახლეობის არასაკმარისი კვება:
მოსახლეობის წილი, რომლებიც საკმარისი რაოდენობის კალორიებს ვერ იღებენ
წონის კლება ბავშვებში
ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების წილი, რომლებსაც აქვთ დაბალი სიმაღლე მათი ასაკისთვის, რაც ასახავს გამოკვების ქრონიკულ არასრულფასოვნებას;
ბავშვების ჩამორჩენა სიმაღეში
ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების წილი, რომლებსაც აქვთ დაბალი წონა მათი სიმაღლისთვის, რაც ასახავს არასაკმარისი კვების მწავავე პრობლემას.
ბავშვთა სიკვდილიანობა
ბავშვების წილი, რომლებიც იღუპებიან 5 დღემდე ასაკში, რაც ნაწილობრივ ასახავს არაადეკვატური კვებისა და არაჯანსაღი გარემოს ფატალურ ნაზავს.
კვლევის მიხედვით საქართველოში არასაკმარისი გამოკვების დონე მოსახლეობის 2,5%-ზე დაბალია, წონის კლება ბავშვების 4,7%-ში შეინიშნება, ზრდაში ჩამორჩენის პრობლემა ბავშვების
0,6%-ს ეხება, 5 დღემდე ასაკის ჩვილთა სიკვდილიანობა 0,9%-ს შეადგენს.
გლობალური შიმშილის ინდექსის მიხედვით ევროპაში ყველაზე უარესი მდგომარეობა სამ ქვეყანაშია. ევროპის უკანასკნელ სამეულში უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი მოხვდა.
წყარო 2
წყარო
