„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადეს, რომ „გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა ჩამოშლილია“ და „უნიპოლარული მსოფლიო წესრიგი აღარ არსებობს“.
მათ თანახმადვე, „აღარ არსებობს გეოპოლიტიკური კეთილისა და ბოროტის მარტივი დაპირისპირება“, – ამით ამართლებენ ლიდერები საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პოზიციონირებას.
„ჩემმა ვიზიტებმა მეზობელ ქვეყნებში … შემდეგ კი გაეროსა და სერბეთში, კიდევ უფრო ნათლად დამანახა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი უალტერნატივოა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.




