ფოტო: Futurism
7
წაკითხვა
კლიმატის ცვლილების შესახებ ბევრი პროგნოზი და მისი უარყოფითი შედეგების შემცირების სტრატეგია შედარებით შორეულ პერიოდზეა გათვლილი, მაგალითად, 2050 წელზე. ამის გამო შეიძლება გვეგონოს, რომ გლობალური დათბობის ყველაზე მძიმე გავლენის თავიდან ასაცილებლად ჯერ კიდევ გვაქვს დრო.
გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ახალი ანგარიშის თანახმად, შესაძლოა, ეს უკვე აღარ იყოს შესაძლებელი. მასში წერია, რომ “მსოფლიო უნდა მოემზადოს იმის გარდაუვალობისთვის, რომ გლობალური ტემპერატურა ინდუსტრიალიზაციამდე არსებულ მაჩვენებელს 1.5°C-ით გადააჭარბებს”.
ეს მნიშვნელოვანი ზღვარია, რადგან კლიმატის ცვლილების არაერთ მძიმე მოსალოდნელ შედეგთანაა დაკავშირებული. 1.5°C-იანი მატების შემდეგ პლანეტაზე შეუქცევადი ცვლილებების დაწყებას პროგნოზირებენ. გაეროს ანგარიშის მიხედვით, მათ შორისაა ძირითადი ოკეანური დინებების სისტემის მოშლა, ჩრდილოეთში მზრალი (გაყინული) ნიადაგის ლღობა და ტროპიკული მარჯნის რიფების სისტემების კოლაფსი.
გაერო ახალ ანგარიშში სწორედ ამ რისკებს აფასებს და გვაფრთხილებს, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სიტუაცია უფრო არ დამძიმდეს. მეცნიერთა უმეტესობა თანხმდება, რომ ამჟამად დათბობის დონე დაახლოებით 1.4°C-იან ზღვარზეა. ამის მიუხედავად, გაეროს მონაცემებით, საუკეთესო სცენარის შემთხვევაშიც კი (თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ) გლობალურად ტემპერატურის 1.8°C-იანი მატებაა მოსალოდნელი. თუ სათბურის აირების ემისია ისევ ასეთი ტემპით გაგრძელდება, შესაძლოა, 2100 წლისთვის 2.6°C-იან ზღვარსაც მივაღწიოთ.
შესაბამისად, ასეთი მომავლის თავიდან ასაცილებლად საჭირო ნაბიჯების დაუყოვნებლივ გადადგმა აუცილებელია. არსებული მდგომარეობის სიმძიმის ხაზგასასმელად გაერო 1.5°C-იანი მატების ზღვრის შენარჩუნებაზე საუბრობს. ის უკვე მხოლოდ თეორიულ მაქსიმუმად აღარ განიხილება, არამედ ახალ მინიმუმად იქცა.
ანგარიშის თანახმად, ტემპერატურის ზრდის ამ დონემდე შესაკავებლად მიმდინარე საუკუნის მეორე ნახევარში გლობალურად ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის მოცილებაცაა საჭირო, არათუ მისი მხოლოდ ნულოვანი ემისია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სხვა მავნე აირების გამოყოფის შემცირებაც.
“ამ ათწლეულში მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს, იქნება თუ არა შესაძლებელი, რომ დათბობა ეტაპობრივად ისევ 1.5°C-ამდე შევამციროთ”, — წერია ანგარიშში.
გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, ინგერ ანდერსენის, თქმით, ეს ზღვარი ისევ ძალაშია. ის ამბობს, რომ ყოველი ზედმეტი მეათედი გრადუსის თავიდან აცილებაც კი ნაკლებ ზიანს ნიშნავს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა2909 ნახვა
გალილეოს “თავისუფალი ვარდნის” ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა974 ნახვა
1.4 მილიონი წლის ნაფეხურები ადამიანის ზომის ჰომინინების აღმოჩნდა — რა გავიგეთ მათზე368 ნახვა
კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ257 ნახვა
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს231 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
კოსმოსი
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — “ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ”
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — “ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ”
გადახედვა
ტექნოლოგიები
მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად?
მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად?
გადახედვა
Sci-Tech
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
Sci-Tech
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა “ნეგატიური დრო” გაზომეს
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა “ნეგატიური დრო” გაზომეს
გადახედვა
Sci-Tech
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
ჯანმრთელობა
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
ბანკები და ფინანსები
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
გადახედვა
მედიცინა
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
ტექნოლოგიები
Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა
Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა
