შვეიცარიული ბანკის, UBS-ის მიერ მომზადებულ ყოველწლიურ Global Wealth Report–ში ნათქვამია, რომ 2024 წელს მსოფლიო მასშტაბით ოჯახების სიმდიდრე დოლარში 4.6%-ით გაიზარდა.
ერთი წლით ადრე მაჩვენებლის ზრდამ 4,2% შეადგინა.
შვეიცარია კვლავ ყველაზე მდიდარი მცხოვრებლების მქონე ქვეყანაა (საშუალოდ 687,2 ათასი აშშ დოლარი), შეერთებული შტატები მეოთხე ადგილიდან (620,7 ათასი აშშ დოლარი) მეორე ადგილზე გადავიდა, ჰონგ-კონგი კვლავ მესამე ადგილს იკავებს (601,2 ათასი აშშ დოლარი), ხოლო ლუქსემბურგი მეორე ადგილიდან (566,7 ათასი აშშ დოლარი) მეოთხე ადგილზე გადავიდა. ხუთეულს ავსტრალია ასრულებს (516,6 ათასი აშშ დოლარი).
ამასობაში, მოქალაქეების საშუალო კეთილდღეობის მხრივ ლუქსემბურგი ლიდერობს, შვეიცარია ამ მაჩვენებლით მე-7 ადგილზეა, ხოლო შეერთებული შტატები – მე-15.
გასულ წელს ამერიკის კონტინენტზე სიმდიდრე 11.4%-ით გაიზარდა, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში – 2.9%-ით, ხოლო ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში (EMEA) – მხოლოდ 0.4%-ით.
2024 წელს ერთ ზრდასრულ ადამიანზე სიმდიდრის ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დანიაში დაფიქსირდა, ადგილობრივ ვალუტაში 13%-ით. ძლიერი ზრდა ასევე დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, შვედეთში, ირლანდიაში, პოლონეთსა და ხორვატიაში. ამასობაში, ინდოეთში, რუსეთში, მექსიკაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ აფრიკაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და თურქეთში დინამიკა უარყოფითი იყო.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოში 680 000-ზე მეტი ახალი დოლარის მილიონერი გამოჩნდა. UBS-ის პროგნოზით, 2029 წლისთვის მათი რიცხვი 5.34 მილიონი ადამიანით გაიზრდება.
