გლობალური საჰაერო ტვირთების მოცულობა ოქტომბერში გასულ წელთან შედარებით 9,8%-ით გაიზარდა. ამ მონაცემებს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) ავრცელებს.
IATA-ს მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ზედიზედ 15 თვეა იზრდება. ირკვევა, რომ ორთვიანი კლების შემდეგ ყოველთვიურად ეს მაჩვენებელი 5,7%-ით გაიზარდა.
საერთაშორისო საჰაერო ტვირთების მიმოსვლა ოქტომბერში გასულ წელთან შედარებით 10.3%-ით გაიზარდა.
ყველაზე ძლიერი ზრდა დაფიქსირდა ლათინურ ამერიკაში (+18,5%) და აზია-წყნარ ოკეანეში (+13,4%). ჩრდილოეთ ამერიკაში ზრდამ 9,5% შეადგინა, ევროპაში – 7,6%. ყველაზე მოკრძალებული ზრდა დაფიქსირდა ახლო აღმოსავლეთში (+4,5%) და აფრიკაში (+1,6%).
„საჰაერო ტვირთების ბაზრები აჩვენებდნენ ძლიერ მაჩვენებლებს ოქტომბერში…მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელი შეიძლება იყოს საორიენტაციო წელი საჰაერო ტვირთებისთვის, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ 2025 წელს გარკვეული სიფრთხილით“, – თქვა IATA-ს ხელმძღვანელმა უილი უოლშმა.
მან აღნიშნა, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულმა გეგმებმა, გაუზარდოს გადასახადები ქვეყნის მთავარ სავაჭრო პარტნიორებს (კანადა, მექსიკა, ჩინეთი) შეიძლება გავლენა იქონიოს გლობალურ მიწოდების ჯაჭვებზე და შეარყიოს მომხმარებელთა ნდობა.
ავიანიუსი