გლობალური საჰაერო ტვირთების მოცულობა 3%-ით გაიზარდა

მსოფლიოში საჰაერო ტვირთების გადაზიდვის მოცულობა იანვარში 3,2%-ით გაიზარდა, იუწყება საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA).
ეს მაჩვენებელი კი ზედიზედ 18 თვის განმავლობაში იზრდება. თვიურ გამოსახულებაში კი სატვირთო გადაზიდვები 3.1%-ით გაიზარდა.
კერძოდ, საერთაშორისო საჰაერო ტვირთების გადაზიდვების მოცულობა იანვარში გასულ წელთან შედარებით 3,6%-ით გაიზარდა.
ყველაზე ძლიერი ზრდა დაფიქსირდა ლათინურ ამერიკაში (+11,2%). აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ეს მაჩვენებელი 7,5%-ით გაიზარდა, ჩრდილოეთ ამერიკაში 5,3%-ით, ევროპაში 1,3%-ით. აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში სატვირთო ტრანსპორტის მოცულობა შემცირდა 3,4%-ით, ხოლო ახლო აღმოსავლეთში 8,4%-ით.
„იანვარში, ზედიზედ მე-18 თვე აღინიშნა სატვირთო მიმოსვლის ზრდა, მაგრამ ზრდა… წლიურად შენელდა 2024 წლის მაქსიმალურ, ორნიშნა მაჩვენებელთან შედარებით. ანალოგიურად, შემოსავალი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 2024 წლის იანვრის დონეს აღემატებოდა, დეკემბერთან შედარებით 9.9%-ით შემცირდა“, – თქვა IATA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა უილი უოლშმა განცხადებაში.
უოლშმა თქვა, რომ ინდუსტრიამ უნდა აკონტროლოს, თუ როგორ ვითარდება ბაზრის პირობები. მან აღნიშნა, რომ -ს პრეზიდენტის ს ტარიფებზე დაფუძნებული სავაჭრო პოლიტიკა არაპროგნოზირებადი რჩება.