გლობალური სახელმწიფო ვალი 2024 წელს 100 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს – IMF

სახელმწიფო ვალის გლობალური მოცულობა 2024 წელს შეიძლება აღემატებოდეს 100 ტრილიონ დოლარს (გლობალური მშპ-ს 93%) – ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ სამშაბათს გამოქვეყნებულ Fiscal Monitor-ის ანგარიშში.
მოსალოდნელია, რომ გლობალური ვალი გააგრძელებს ზრდას საშუალოვადიან პერსპექტივაში და შეიძლება გაიზარდოს მშპ-ს 100%-მდე 2030 წლისთვის.
მეტიც, ყველაზე არაკეთილსაიმედი სცენარის მიხედვით, გლობალური ვალი შეიძლება იყოს თითქმის 20 პროცენტული პუნქტით მეტი, ვიდრე საბაზისო პროგნოზით იგულისხმება და მიაღწევს მშპ-ს 115%-ს 2026 წელს.
„ვალების სტაბილიზაციისთვის (ან შემცირებისთვის) სავარაუდოდ საჭიროა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ფისკალური კორექტირებები, ვიდრე ამჟამად არის დაგეგმილი. ახლა არის ფისკალური ბუფერების აღდგენის შესაფერისი დრო და გადავადება ძვირი ჯდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვალის ზრდა გაგრძელდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა , დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია, საფრანგეთი, იტალია და სამხრეთ აფრიკა.
თუმცა პროგნოზებით ვალი დასტაბილურდება ან შემცირდება დაახლოებით ქვეყნების ორ მესამედში, ის დარჩება პანდემიამდე პროგნოზირებულ დონეებზე ბევრად მაღალი – ნათქვამია ანგარიშში. ამასთან, ქვეყნებზე, სადაც სტაბილიზაცია მოსალოდნელი არ არის, მოდის მსოფლიო ვალის ნახევარზე მეტი და დაახლოებით მსოფლიო მშპ–ს ორი მესამედი.
interfax

ასევე დაგაინტერესებთ