გლობალური საქმიანი მოგზაურობის ხარჯები დასტაბილურდა

FCM Consulting-ის კვარტალური ანგარიშის მიხედვით, გლობალური სამოგზაურო ხარჯები დასტაბილურდა, ხოლო საქმიანი მოგზაურობის მოცულობა და ბიუჯეტი 2024 წელს სავარაუდოდ გაიზრდება.
ანგარიშის მიხედვით, რომელიც ეფუძნება FCM კორპორატიული ჯავშნის მონაცემებს ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, კეთდება პროგნოზი, რომ გლობალური ავიაბილეთების ფასები 2024 წელს 2023 წელთან შედარებით 3-7%-ით გაიზრდება და ეს ნაწილობრივ ინფლაციის გამო.
რაც შეეხება საცხოვრებელს, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კორპორატიული ოთახების საშუალო ფასები “გათანაბრდა”.
ევროპაში კორპორატიული განაკვეთები მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 2%-ით დაეცა, ყველაზე მნიშვნელოვანი კლება ბერლინში (5%-ით) და მადრიდში (2%-ით) დაფიქსირდა. დიდ ქალაქებში, როგორიცაა ამსტერდამი, ფრანკფურტი და ლონდონი, ამ პერიოდში უცვლელი ტარიფები დარჩა, ხოლო დუბლინში 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ავტომობილების გაქირავების ფასები 2022 წელთან შედარებით წელს მსოფლიოში 4%-ით გაიზარდა, თუმცა ნიდერლანდებში, -სა და ავსტრალიაში 1%-ით იაფი გახდა. მომავალი 2024 წლიდან, კვლევის ავტორების აზრით, ზრდა იქნება არაუმეტეს 2-3%-ისა.
ავიანიუსი